თეგი: რუსეთის ფედერაცია

ავსტრალიაში რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს

ავსტრალიაში, რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს.  რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება შეუჩერდათ.   „ამის მიზეზია ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი ახალი დიპლომატიური მისიის მშენებლობა საკმარისად სწრაფად არ დაასრულა. სამშენებლო კომპანიას 20 დღე აქვს, იმისთვის რათა დატოვოს ობიექტი, რომელიც იარალუმლაში პარლამენტთან ახლოს მდებარეობს“, - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციას ავსტრალიაში უკვე აქვს საელჩო კანბერას გარეუბანში და მისი გადატანას იარალუმლუში გეგმავდა. რუსეთის ფედერაციამ მიწა 2008 წელს იჯარით აიღო, 2011 წელს კი მშენებლობის ნებართვა მიიღო. მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ დათქმული ვადა დაარღვია.   

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მედიის ცნობითვე, ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ' მანამდე აზერბაჯანის პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ' პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.  

ტაჯიკეთის პრეზიდენტი: რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა

ტაჯიკეთი არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას რუსეთისგან, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა. ეს განცხადებები ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, „შუა აზია-რუსეთის“ სამიტზე გააკეთა. „რაღაც უბადრუკ ფორუმზე ტაჯიკეთში გეხვეწებით, რომ მინისტრების დონეზე მაინც მიიღოთ მონაწილეობა. არა, თქვენ მონაწილეობთ მინისტრების მოადგილეების დონეზე. რატომ არ დავიმსახურეთ ეს, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. ჩვენთან 2,5 მილიონი მოსწავლე სკოლებში რუსულ ენას სწავლობს, თუმცა ჩვენს მიმართ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ მცირე ერი ვართ. არ ვართ 100-200 მილიონი, თუმცა ჩვენ გვაქვს ისტორია. გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ“, - განაცხადა რაჰმონმა.   

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა

დღეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია, თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი, სახელმწიფო დუმის ტურიზმისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სანგაჯი ტარბაევი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სვეტლანა ჟუროვა, სახელმწიფო თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი კონსტანტინე ზატულინი. სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას შეხვედრები სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან გაიმართება.

ლიეტუვამ და ლატვიამ, რუსეთის ფედერაციის ათასზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს

ლიეტუვამ და ლატვიამ სექტემბრიდან ამ დრომდე, თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 1000 მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ Ukrinform პოლონეთის რადიოს მითითებით იუწყება. შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვისაკრძალეს, რომლებსაც ტურისტული, მოკლევადიანი შენგენის ვიზები აქვთ.  „ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 709 მოქალაქე არ შეუშვეს, რომლებიც შემოსვლის ახალ წესებს არ დაემორჩილნენ. მესაზღვრეებმა ასევე გააუქმეს 29 ვიზა", - ნათქვამია ანგარიშში. ასევე ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც პოლონეთის რადიო იუწყება, ლატვიაში თითქმის 40%-ით შემცირდა რუსების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ. ლატვიის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მათ სექტემბრის შემდეგ 400-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს შესვლაზე. რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა. ეს განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და მორალური საკითხებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. შეზღუდვები არ მოიცავს ჰუმანიტარულ ვიზიტებს და პოლიტიკურად დევნილ პირთა შესვლას.  

აშშ-მ რუსეთის კოსმოსურ ძალებს, სანქციები დაუწესა

ირანიდან უპილოტო თვითმფრინავების უკანონო შეძენისა და მათი უკრაინის ომში გამოყენების გამო, აშშ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს სანქციებს უწესებს.  უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს სატელეფონო ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ სანქციებს სამი რუსული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც ირანული თვითმფრინავების შეძენისა და გამოყენების სათავეში იდგნენ“, - განაცახდა კირბიმ.  ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.  

მოსკოვის მახლობლად, საჰაერო თავდაცვის წვრთნები ჩატარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის მახლობლად საჰაერო თავდაცვის წვრთნები გაიმართა.  როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, C-300-ის საზენიტო სისტემები, მტრის რაკეტების ჩამოგდებაზე იყო მიმართული. მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის ცენტრში, სამინისტროს სახურავზე საზენიტო სისტემები Pantsir-S1 გამოჩნდა, თუმცა ვისგან იცავს რუსეთი მნიშვნელოვან ობიექტებს, ამაზე დეპარტამენტს პასუხი არ აქვს. ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტს (ISW) ამ საკითხზე საკუთარი ვერსია აქვს. „კერძოდ, სამინისტროს სახურავზე რაკეტების განთავსება, ნიშნავს კრემლის ინფორმაციულ თავდასხმას საკუთარ მოსახლეობაზე, რათა აჩვენოს მათ, რომ საფრთხე კართან არის და მოსახლეობა გაჭიანურებული ომისთვისა და შემდგომი მსხვერპლისთვის მოამზადოს“, - აცხადებენ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში.